რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ვიყიდოთ ბინარული ოფციონი? უნდა დავრეგისტრირდეთ ბროკერის საიტზე და შევიტანოთ დეპოზიტზე თანხა, რომელსაც დავხარჯავთ ოპციონების შესასყიდად. ამის შემდეგ დავიწყოთ ვაჭრობა.

იმისათვის, რომ ბინარულ ოფციონებზე განვახორციელოთ გარიგება უნდა ავირჩიოთ რამდენიმე პარამეტრი:

  • საბაზისო აქტივი
  • ღირებულება;
  • დრო და მოქმედების ვადა.

ღირებულებას და დროს რაც შეეხება – ეს მარტივი საკითხებია და ყველასათვის გასაგებია. მაგრამ რა არის აქტივი, რომლის მითითება პირველ რიგში გვიწევს?

საბაზისო აქტივის არსი

საბაზისო აქტივი არის ის, რით ვაჭრობას აპირებთ. პრაქტიკული თვალსაზრისით საბაზისო აქტივი არის ის ობიექტი, რომლის კოტირების გრაფიკის ცვლილებების ანალიზის საფუძველზე ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას.

არ არის გამორიცხული, რომ დამწყები ტრეიდერი დაიბნევა, როდესაც დაინახავს რამდენ ვარიანტს სთავაზობენ ბროკერები, მაგალითად AnyOption. თუმცა ამაში გარკვევა არც ისე ძნელია.

ყველა ვარიანტი იყოფა რამდენიმე კატეგორიად.

ვალუტა

005820

 

ვალუტებით ვაჭრობის ტრადიციული ადგილი არის ფორექსი. თუმცა ბინარული ოფციონების ბაზარზეც ვალუტა წარმოდგენილია სავალუტო წყვილის სახით. მაგალითად ევრო/დოლარი, გირვანქა/იენა.

სავალუტო წყვილის შემთხვევაში თქვენ ფსონს აკეთებთ ერთი ვალუტის კურსის გაზრდაზე ან შემცირებაზე მეორე ვალუტის მიმართებაში. მაგალითად, თუ მოცემულ მომენტში ევროს კურსი 1.3322-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე დოლარისა, მაშინ გრაფიკი EUR/USD აჩვენებს 1.3322. შესაბამისად შეგვიძლია დავდოთ შემდეგი ფსონი: უახლეს მომავალში გრაფიკი გაიზრდება და მიაღწევს 1.3350 ან პირიქით ქვემოთ წავა და მიაღწევს 1.3300.

მოგების მიღება დამოკიდებულია, პროგნოზის სისწორეზე. ბინარული ოფციონების დიდი უპირატესობა არის ის, რომ არ მოგვიწევს გაანგარიშება კონკრეტულად რამდენი პუნქტით შეიცვლება ფასი. ერთი პუნქტიც საკმარისი იქნება მოგების მისაღებად.

აქციები

აქციებით ვაჭრობა, მაგ. Apple-ს ან Google-ს, საკმაოდ პოპულარულია ბინარულ ოფციონების ბაზარზე. მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე მოვლენები განსაზღრავს აქციების ფასის ცვლილებებს. ტრეიდერის ამოცანა არის ფასის დინამიკის მიმართულების სწორას მითითება.

პრინციპში, აქციებით ვაჭრობა უფრო ადვილია, რადგან აქ წყვილი არ გვაქვს და მხოლოდ ერთი სიდიდე არსებობს: აქციის ღირებულება.

აქციების ბაზარი ერთ-ერთი უძველესი და ტრადიციულია. უნდა ავირჩიოთ კარგი რეპუტაციის მქონე კომპანია, რომლის აქციების მიმართ დიდი ნდობა არსებობს. არის ისეთი კომპანიები, რომლების აქციები ზოგ ვალუტაზე უფრო საიმედოა.

ინდექსები

6546545445

ინდექსი არის აქტივის ღირებულების მაჩვენებელი, რომელსაც ითვალისწინებენ შესაბამის ინდექსის გაანგარიშებისას. მაგალითად, თუ ინდექსი შედგება ორი თანაბარი ფასის მქონე აქტივისგან (ორი კომპანიების აქციები) და ერთი აქტივის ფასი მკვეთრად შემცირდა, ხოლო მეორეს ფასი უმნიშვნელოდ გაიზარდა, მაშინ ინდექსი შემცირდება.

არსებობს უამრავი ინდექსი, მაგრამ ვაჭრობაში როგორც წესი, გამოიყენება ყველაზე ცნობილი ინდექსები, მაგ. Nasdaq და Dow Jones. ომ ორი ინდექსიდან პირველი შედგება მაღალტექნოლოგიური კომპანიების აქციებიდან, მეორე კი – ამერიკის ეკონომიკის ყველა სექტორის მსხვილი სამრეწველო კომპანიების აქციებიდან.

პრაქტიკული მხრიდან ინდექსებით ვაჭრობისას საქმე გვაქვს იგივე ფასების ცვლილებების გრაფიკთან. შესაბამისად ანალოგიური ამოცანა გვაქვს – სწორად უნდა განვსაზღვროთ ფასების დინამიკა უახლოესი პერიოდისთვის.

საქონელი

აქაც ყველაფერი ძალიან ადვილია. ბირჟაზე ვაჭრობა არ შემოიფარგლება ფასიანი ქაღალდებით და ვალუტებით, აქ რეალური საქონლის ყიდვა-გაყიდვა მიმდინარეობს. მაგალითად, ბირჟაზე იყიდება ასეთი რესურსები, როგორც ოქრო, ვერცხლი, ნავთობი, ბამბა, ხორბალი და ა.შ. მათი ფასებიც ცვლილებებს განიცდის. შესაბამისად გვაქვს საშუალება მივიღოთ მოგება ოფციონების ყიდვით და სწორი ფსონების დადებით.

LEAVE A REPLY