ბინარული ოფციონების ბაზრის განვითარების გზაზე არსებულ ერთ-ერთ ძირითად ბარიერს წარმოადგენს ოპერაციების წარმოების მარეგულირებელი საკანონმდებლო წესები. განვიხილოთ მთავარი უთანხმოება, რაც ოფციონებით ვაჭრობის განხილვისას სამართლებრივი კუთხით წარმოიქმნება ხოლმე.

ინდუსტრიის სიახლე

6546433

თუმცა, ბინარული ოფციონებით ვაჭრობის პირველი ფორმები ჯერ კიდევ 70-იან წლებში გაჩნდა, მაგრამ ჩვენთვის ცნობილი ფორმით ის მხოლოდ 2008 წლიდან არსებობს. ტრეიდინგის ამ ფორმის წარმოშობიდან 9 წლის შემდეგაც კვლავ არსებობს აზრთა სხვადასხვაობა ბაზრის სტრუქტურის განსაზღვრების შესახებ. სხვა სფეროებისგან განსხვავებით, რომლებმაც მრავალი წლის განმავლობაში ევოლუცია განიცადეს, ბინარული ოფციონები კვლავ ახალ მოვლენად რჩება. ამ ოფციონების სათანადო შესწავლა და ტესტირება ჯერ კიდევ არ მომხდარა. არის შემთხვევები, როდესაც ვაჭრობის ეს ფორმა ზოგიერთ ქვეყანაში შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაციის გარეშე მიმდინარეობს. ფორექსისგან განსხვავებით, სადაც უკანონო ტრეიდერების დაკავების რამდენიმე ფაქტს ადგილი ჰქონდა, ბინარული ოფციონების სფეროში მსგავსი შემთხვევები ჯერ არ მომხდარა. სავარაუდოდ, ამის მიზეზი შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის არარსებობაა.

აზარტული თამაშები თუ ტრეიდინგი?

კიდევ ერთი აქტუალური თემა კი შემდეგია: როგორ განვახორციელოთ ბინარული ოფციონების კლასიფიცირება? ზოგიერთ ქვეყანაში მათ ინვესტიციის ფორმას მიაკუთვნებენ, რაც კანონმდებლობით რეგულირდება და იბეგრება.

  • აშშ-ში ბინარულ ოფციონებზე ზედამხედველობას აწარმოებს ფიუჩერსებისა და სამომხმარებლო საგნების სავაჭრო კომისია და ფასიანი ქაღალდების კომისია.
  • დიდ ბრიტანეთში ბინარულ ოფციონებს აკონტროლებს ქვეყნის ფინანსური ქცევის მაკონტროლებელი სახელმწიფო ორგანო.
  • ავსტრალიაში ზედამხედველობის ფუნქცია ეკისრება ფასიანი ქაღალდებისა ინვესტიციების კომისიას.
  • კვიპროსის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიამ ბინარული ოფციონები საინვესტიციო ბაზრის რიცხვში შეიყვანა. სწორედ ეს სახელმწიფო სტრუქტურა არის დაკავებული აღნიშნული ტრეიდინგის სახეობაზე ზედამხედველობით.

ამასთანავე, ევროპული ქვეყნების უმრავლესობაში, ბინარული ოფციონები ინვესტიციების ფორმას არ მიეკუთვნება. ამის ნაცვლად, მას აზარტულლი თამაშების ერთ-ერთ სახეობად მიიჩნევენ. შესაბამისად, ოპერაციებზე არ ტარდება რაიმე სახის მეთვალყურეობა ან კონტოლი.

64353243

ამასთანავე, ბროკერებს, რომელთაც სურთ ბინარულ ოფციონებზე მუშაობა, მოეთხოვებათ „ფინანსური ინსტრუმენტების ბაზრის შესახებ“ არსებული ევროკავშირის დირექტივების ნორმების დაცვა.

LEAVE A REPLY