წარმატებული ვაჭრობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გარკვეული პრონციპების დაცვა. თუკი მათ არ შეიმუშავებთ, თქვენ ფაქტიურად, კაზინოში თამაში მოგიწევთ. ასეთი ადამიანები კი იშვიათად აღწევენ წარმატებას. ეს ასეა ბინარული ოფციონები ვაჭრობის შემთხვევაშიც.
თითქოს ამაზე ადვილი რა უნდა იყოს, ააგდე მონეტა და ითამაშე ფასების აწევაზე ან დაწევაზე. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ მსოფლიოში ვერ იპოვით ვერცერთ მილიონერს, რომელმაც თავისი ქონება მონეტების თამაშით მოაგროვა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უმჯობესია, რაიმე ქმედების წინ სათანადოდ იფიქროთ.
იმისათვის კი, რომ თითოეულ ჯერზე აზარტისა და ინტუიციისკენ არ გქონდეთ მიდრეკილება, საჭიროა გარკვეული პრონციპების სახით თავად დაიწესოთ რაღაც შეზღუდვები, რომელთა ერთობლიობამაც მიიღო ვაჭრობის სისტემის სახელწოდება. სწორედ სისტემა ეხმარება ტრეიდერს წარმატებისკენ სვლაში, სწავლითა და მოგებით. და რაც უფრო მალე შეიმუშავებთ საკუთარ ვაჭრობის სისტემას, მით უფრო მალე დაიწყებთ კარიერულ ზრდას როგორც ტრეიდერი.
სტრატეგიის საფუძვლები
ბინარულ ოფციონებზე მუშაობისას მოგების მისაღწევად, თქვენ აუცილებლად უნდა გამოიყენოთ ესა თუ ის სტრატეგია. რეალურად კი, ეს სახელწოდება არაფერ რთულს არ ნიშნავს. ის ასახავს სრულიად მარტივ პრინციპებს, რომელთა გაგება და გამოყენება არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს.
თუ პირობითად დავყოფთ ბინარული ოფციონებით ვაჭრობისას შედარებით ყველაზე ხშირად გამოყენებად სტრატეგიებს, მაშინ შესაძლებელი გახდება შემდეგი ბაზისის გამოყოფა:
- ტექნიკური ანალიზი;
- სტატისტიკისა და ექსპერტთა მოსაზრებების ანალიზი;
- ალბათობის თეორია.
მოდით, მოკლედ გავარჩიოთ, თუ როგორ გამოვიყენოთ თითოეული ეს სტრატეგია.
ტექნიკური ანალიზი;
როგორც წესი, ახალბედების უმრავლესობას დიდად არ უყვარს ტექნიკური ანალიზი. გრაფიკების, რაღაც ხაზების, ტალღებისა და ბარების გამო ის საკმაოდ რთული ჩანს. თუმცა, პრაქტიკა აჩვენებს, რომ ტექნიკურ ანალიზზე უფრო საიმედო თითქმის არაფერია.
თუმცა, თუკი თქვენ აითვისებთ ამ მეცნიერებას, თუნდაც არა დაუყოვნებლივ, თქვენ გექნებათ საშუალება, რომ ფასების ცვლილებების შესახებ საკუთარი საფუძვლიანი პროგნოზები გააკეთოთ. ეს ერთნაირად მნიშვნელოვანია როგორც კლასიკური, ისე ბინარული ოფციონებით ვაჭრობისას.
ტექნიკურ ანალიზთან დასამეგობრებლად, შეგიძლიათ აითვისოთ ბარები და იაპონური სანთლები, მხარდაჭერისა და წინააღმდეგობის დონეები/ხაზები, ინდიკატორები, რევერსული ფიგურები და ტრენდის გაგრძელების ფიგურები.
თუ აქედან რომელიმეში გაერკვევით, თავს ბევრად უფრო დამაჯერებლად იგრძნობთ, ბაზარი კი კაზინოს მსგავს ადგილად აღარ მოგეჩვენებათ. ტექნიკური ანალიზი, ბევრად სერიოზული და საიმედო ინფორმაციის წყაროა ფასების შესაძლო ცვლილებების შესახებ.