ქვემოთ განვიხილავთ ყველაზე პოპულარულ ინდიკატორებს, რომლებიც დაგვეხმარება წარმატებულ ვაჭრობაში. მათი ფუნქციონირების მექანიზმების და მიზნების უკეთ გაგების მიზნით ყველა ინდიკატორი დავყოთ რამდენიმე ჯგუფად.
სატრენდო ინდიკატორები
ამ კატეგორიის ინდიკატორები გამოიყენება ტრენდის მოძრაობის მიმართულების დასადგენად. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, რადგან სასურველია ვივაჭროთ ტრენდის მიმართულებით. თუ ბაზარზე არის ფასის ზრდის ტენდენცია, მაშინ უმჯობესია დავდოთ ფსონი ფასის გაზრდაზე, და არა ვარდნაზე. ბაზარზე ამა თუ იმ ტრენდის არსებობის დადგენის მიზნით გამოიყენება
ბოლინჯერის ინდიკატორი
ერთ-ერთი უძველესი ინდიკატორია, რომელიც დღესაც შესანიშნავ შედეგს აჩვენებს. როგორც წესი, ამ ინდიკატორის აგება ხდება ფასის გრაფიკზე სამი ტალღოვანი ხაზის სახით. თუ ფასი სცილდება ზედა ხაზს ეს მიგვითითებს იმაზე, რომ დაიწყო ახალი აღმავალი ტრენდი, თუ ქვედა ხაზის დაბლა აღმოჩნდება – ეს არის დაღმავალი ტრენდის სიგნალი, სანამ შუაში არის – ბაზარი „ ბრტყელია“. როგორც წესი, ტრეიდერები, ვისი სპეციალობა არ არის „ ბრტყელ“ ბაზარზე ვაჭრობა (რაც ცოტა უფრო რთულია), ამ დროს ისვენებენ და ელოდებიან ახალი ტენდენციის ჩამოყალიბების დაწყებას.
ინდიკატორი MACD
ამ ინდიკატორის ორი სახეობა არსებობს – თავად ინდიკატორი MACD და MACD-ის ჰისტოგრამა. პირველის აგება ხდება გრაფიკზე და გარეგნულად ძალიან ჰგავს ბოლინჯერის ხაზებს.
MACD-ის ჰისტოგრამა – ეს არის ცალკე გრაფიკი, რომელზეც მოკლე და გრძელი ვერტიკალური ხაზები გადაკვეთავს ჰორიზონტალურ ხაზს. თუ ვერტიკალური ხაზები არიან ჰორიზონტალური ხაზის მაღლა – ბაზარზე მოქმედებს აღმავალი ტრენდი, თუ დაბლა- დაღმავალი ტრენდი. ხაზების სიგრძე აღნიშნავს ტრენდის ძალას, რაც უფრო გრძელია ხაზი, მით უფრო ძლიერია ტრენდი. ინდიკატორი მშვენიერ შედეგს აჩვენებს დროის დიდი ინტერვალების შემთხვევაში, ხუთწუთიანი და ერთწუთიანი ინტერვალებზე მისი ჩვენება საიმედო არ არის. ეს მომენტი აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ თავის პრაქტიკაში.
ინდიკატორი იშიმოკუ
ერთის მხრივ ერთ-ერთი ურთულესი, მაგრამ ამავე დროს ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი ინდიკატორი. იშიმოკუ შედგება ხუთი ხაზისგან, რომლებიც ურთიერთ გადაკვეთებით ქმნიან სხვადასხვა სიგნალებს. ყველაზე ცნობილი სიგნალები – ჯვარები (ოქროს და მკვდარი), რომლებსაც ქმნიან ხაზები ტენკანი და კიჯუნი, ასევე ცნობილი არის „ღრუბლის“ ფერის შეცვლა, რომლის ქვეშ იგულისხმება სივრცე ხაზების შინკოუ ა-ს და შინკოუ ბ-ს შორის. გარდა ამისა, ინდიკატორის აგება შეიძლება გრაფიკზე და გრაფიკის ხაზთან შეხამებით შეგვიძლია მივიღოთ ბევრი სასარგებლო ინფორმაცია.
აღსანიშნავია, რომ იშიმოკუ ძალიან საიმედო ინდიკატორია, მას აქვს ბევრი ხაზი და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყველა მისი სიგნალის შინაარსი ერთმანეთს ემთხვევა, არის აზრი ვიყიდოთ ოფციონი. როგორც წესი, ინდიკატორი გამოიყენება დროის ხანგრძლივ ინტერვალებზე, რახან მისი მთავარი ამოცანა არის ტრენდის განსაზღვრა. ხოლო მსხვილი ტრენდის შემთხვევაში ამ ამოცანის ამოხსნა უფრო ადვილია.
ოსცილატორები
ოსცილატორები გამოიყენება, როდესაც ბაზარზე არ არის მკვეთრად გამოხატული ტრენდი. პრინციპში, ბინარული ოფციონების ტრეიდერისთვის ვაჭრობა „არხში“ უფრო პერსპექტიულია, ვიდრე ჩვეულებრივი ტრეიდერისთვის. ფორექსზე მოვაჭრე ტრეიდერი ყოველთვის ფიქრობს იმაზე, რამდენი პუნქტით უნდა შეიცვალოს ფასი, რადგან ამაზე დამოკიდებულია მისი შემოსავალი. ბინარული ოფციონების ტრეიდერისთვის ეს მომენტი უმნიშვნელოა, შემოსავლის მისაღებად მისთვის საკმარისი არის ფასის ცვლილების ფაქტი. სწორედ ამაში ეხმარება ოსცილატორები.
სტოხასტიკი
სტოხასტიკი ყოველთვის დიდი პოპულარობით სარგებლობს. მისი დანიშნულება -„არხის“ მდგომარეობაში მყოფი ბაზრის ანალიზი, და თავად არის იგივე „არხი“, აქვს ორი შემზღუდავი ხაზი -ზემო და ქვემო. როდესაც გრაფიკის ტალღოვანი ხაზი ჩამოკვეთს ზემო ხაზს – ეს ნიშნავს, რომ ბაზარი „გადაყიდულია“, მოსალოდნელია ფასის დაქვეითება და ეს არის გაყიდვის სიგნალი, ხოლო ქვედა ხაზის გადაკვეთა ყიდვის სიგნალი არის .
მიაქციეთ ყურადღება, რომ ეს მიდგომა მუშაობს მხოლოდ იმ სიტუაციაში, როდესაც ბაზარზე არ არის მკვეთრად გამოხატული ტრენდი. ამიტომ სტოხასტიკი უნდა გამოვიყენოთ სხვა სატრენდო ინდიკატორის მონაცემების გათვალისწინებით.
ინდიკატორი მომენტუმი
ეს ინდიკატორიც ძალიან სასარგებლოა, თუ ვაჭრობთ ფასის არხში. ხშირ შემთხვევაში ინდიკატორი აჩვენებს ფასის მოძრაობის მიმართულების მომავალ ცვლილებას.
ინდიკატორის მუშაობის პრინციპი – მიმდინარე ფასის და წინა პერიოდის დახურვის ფასის შედარება. ამ შედარების პროცესის დროს ინდიკატორი ქმნის გარკვეულ სიგნალებს. ტრეიდერს უნდა ყურადღებით თვალი ადევნოს ინდიკატორის ხაზის მოძრაობის მიმართულებას. თუ ინდიკატორის გრაფიკი მოძრაობს ზევით ეს შესაძლებელია ჩაითვალოს, როგორც ყიდვის სიგნალი, თუ გრაფიკი ეშვება – როგორც გაყიდვის სიგნალი.
რაც შეეხება ბაზარზე ოპტიმალური შესვლის მომენტს, მომენტუმი ამის შესახებ სიგნალებს გვაძლევს: მაქსიმუმზე უმჯობესია გაყიდვა, მინიმუმზე – შესყიდვა. პრინციპში ბევრი საერთო აქვს სტოხასტიკთან, თუმცა ბევრი ტრეიდერი უპირატესობას აძლევს მომენტუმს იმის გამო, რომ ის უფრო თვალსაჩინო და მოხერხებულია.