როგორ უნდა გამოვიყენოთ აღნიშნული სტრატეგია ბინარული ოფციონების მიმართებაში?

პირველი, უნდა შევადაროთ დეპოზიტი და მინიმალური ფსონი. ფსონი უნდა იყოს დეპოზიტზე მინიმუმ ასჯერ უფრო ნაკლები. მაგალითად, თუ დეპოზიტზე გაქვთ $250, თქვენთვის რეკომენდებულია 1 დოლარიანი ოფციონების ყიდვა. ამ შემთხვევაში ძალიან გრძელი წაგების სერია საჭირო იქნება დეპოზიტის სრული განადგურებისთვის (8-9 ფსონი). მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ დაიწყებთ 20 დილარიანი ფსონით, ძალიან სწრაფად წააგებთ მთლიან თანხას, რომელიც დეპოზიტზე გაქვთ.

867655455

მეორე, სჯობია არ გამოიყენოთ ზედიზედ რამდენიმე ჯერ ერთი და იგივე საბაზისო აქტივი. თუ გქონდათ დადებული ფსონი ევროს გაზრდაზე და წააგეთ, შემდეგი ფსონი არ დადეთ ევროს კურსის არც გაზრდაზე, არც შემცირებაზე.

მესამე, თუ იყენებთ მარტინგეილის სტრატეგიას, მაშინ თქვენი საუკეთესო არჩევანი იქნება მოკლე პოზიციები – ერთწუთიანი და 30-წამიანი ოფციონები. ლოგიკურად ძნელია ვივარაუდოთ, როგორ შეიცვლება ფასი რამდენიმე წამის შემდეგ. ეს თითქმის შეუძლებელია. ამიტომ თქვენ და სხვა ტრეიდერებს თანაბარი შანსები გექნებათ. მნიშვნელოვანი მომენტი არის ისიც, რომ უნდა აირჩიოთ ისეთი ბროკერი, რომელიც დაგიბრუნებს ოფციონების მთლიან ღირებულებას, იმ შემთხვევაში, თუ ოფციონი დაეხურა გახსნის ფასად. ერთწუთიანი ოფციონების გამოყენებისას ამის ალბათობა დიდია, ამგვარად არ დაკარგავთ ფულს.

და ბოლოს, არ უნდა ითამაშოთ ტრენდის საწინააღმდეგოდ. თუ ევრო იზრდება, უმჯობესია დადოთ ფსონი შემდგომ გაზრდაზე. თუ ოქროს ფასი ვარდება, უმჯობესია ფსონის დადება ფასის შემცირებაზე.

97896544

თუ მარტინგეილის გარდა ტრეიდერის სხვა ინსტრუმენტებს გამოიყენებთ (ინდიკატორებს, ხაზებს), მაშინ თქვენ მიიღებთ არა აზარტული მოთამაშის მოგებას, არამედ ბაზრის ნამდვილი მონაწილის სტაბილურ შემოსავალს.

LEAVE A REPLY