ბინარული ოფციონები დღეს გახდა ფულის გამომუშავების პოპულარული მეთოდი. თუ მუშაობთ ამ ბაზარზე, მაშინ შეგიძლიათ მიიღოთ სტაბილური შემოსავალი, რომლის ოდენობა მხოლოდ თქვენზე იქნება დამოკიდებული. რაც თავისთავად გაცილებით უკეთესია, ვიდრე დაბალხელფასიანი სამსახური. ბინარული ოფციონებით ვაჭრობის თავის საქმიანობად არჩევის შემთხვევაში გექნებათ შესაძლებლობა გახდეთ თავისუფალი და დამოუკიდებელი ადამიანი, რომელიც მუშაობს საკუთარი თავისთვის და იღებს მაღალ ანაზღაურებას.

ბევრმა შესაძლოა იფიქროს, რომ ეს არის ზღაპარი, ტყუილი. თუ ოფციონებით ვაჭრობა ასეთი ადვილი საქმეა, რატომ ყველა არ ვაჭრობს ბინარული ოფციონებით?

უნდა ვაღიაროთ, რომ ეს საქმიანობა სულაც არ არის ადვილი. თქვენ არ უნდა გქონდეთ ილუზია, რომ ორ დღეში მილიონერი გახდებით. ამას არც ერთი გონივრული ადამიან იარ დაიჯერებს. ამგვარი ლოზუნგები ფორექსის ან აქციების ბაზრებისთვის დამახასიათებელია: წადი სამსახურიდან, მოდი ფორექსზე და უცებ გახდები მილიონერი.

არა, ბინარული ოფციონებით ვაჭრობა არის რეალური მუშაობა და არა გართობა ან თამაში. შემოსავლის მისაღებად გარკვეული მოქმედებების განხორციელება საჭიროა. „უფასო“ ყველი ინტერნეტში არ არსებობს, სასწაულად მაღალი შემოსავალი ორ დღეში მხოლოდ ფინანსური პირამიდები სთავაზობენ. აძლევთ ფულს და ამით ყველა სასწაული მთავრდება…

ბევრი ადამიანს მსგავსი აზრი აქვთ ბინარულ ოფციონებზე. მაგრამ აქ არსებობს ბევრი მნიშვნელოვანი განსხვავება. სწორედ ამ თემაზე გვექნება საუბარი – რა გავრცელებული მითები არსებობს საზოგადოებაში ბინარულ ოფციონებთან დაკავშირებით.

მითები ბინარულ ოფციონების შესახებ

65455454

ჩვენ უკვე ვისაუბრეთ „პოზიტიურ“ მითზე, თითქოს ბინარული ოფციონებით ვაჭრობა ძალიან ადვილია, და დავადგინეთ, რომ ის არ შეესაბამება სინამდვილეს. გავაგრძელოთ!

მითი პირველი

„თუ საქმე ცუდად წავა ყველაფერს დაკარგავ და უამრავი ვალი გექნება.“

ამ სულელური მითის რატომღაც ბევრ ადამიანს სჯერა და ამის გამო არ უნდათ ოფციონებით ვაჭრობა. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში იმაზე მეტ თანხას ვერ დაკარგავთ, ვიდრე დეპოზიტზე გქონდათ.

ლოგიკურია, რომ დეპოზიტზე მხოლოდ იმ ოდენობის თანხა უნდა შეიტანოთ, რომლის შესაძლო დაკარგვა ვერ შექმნის თქვენთვის დიდ პრობლემებს (განსაკუთრებით ეს ეხება დამწყებ ტრეიდერებს). თქვენ არ უნდა აიღოთ კრედიტი იმ მიზნით, რომ დეპოზიტზე შეიტანოთ და დაიწყოთ ვაჭრობა. საწყის ეტაპზე სრულიად საკმარისი იქნება 10-100 დოლარი.

მითი მეორე

„ბინარული ოფციონები იგივე სამორინე არის, ჯერჯერობით ამ მეთოდით ფული არავინ მოიგო. ადრე თუ გვიან ყველა აგებს.“

პრინციპში, სწორი მოსაზრებაა. თუ თქვენთვის ოფციონებით ვაჭრობა იგივეა, რაც სამორინეში თამაში, მაშინ ვერასდროს ვერ მოიგებთ. მაგრამ ეს დამოკიდებულება შესაცვლელია. რულეტკისგან განსხვავებით, სადაც სწორი პროგნოზის გაკეთება თეორიულად შეუძლებელია, ოფციონებით ვაჭრობის შემთხვევაში ჩვენ გვაქვს მასალა ანალიზისთვის, რომლის საფუძველზე შესაძლებელია სწორი სტრატეგიის არჩევა და მოგების მიღება. აქ არ არის საუბარი აზარტული თამაშის მოგებაზე, არამედ ფულის გამომუშავებაზე თავისი ინტელექტუალური უნარების გამოყენების შედეგად, ანუ ეს არ იქნება შემთხვევით მიღებული მოგება, როგორც ლატარეაში ხდება. ეს იქნება ანაზღაურება შესრულებული სამუშაოსთვის.

მითი მესამე

„ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გახდეს ტრეიდერი და ივაჭროს ოფციონებით“

ესეც მითია. მაშინ ვის შეუძლია გახდეს ტრეიდერი? მხოლოდ იმ ადამიანს, ვინც ამისთვის მზად არის. ანუ არა ის ადამიანი, რომელიც იოლი ფულის შოვნის იმედით მოვიდა ოფციოენების ბაზარზე, არამედ ის ადამიანი, რომელსაც სურს ისწავლოს და გაარკვიოს ამ საქმიანობის ყველა მნიშვნელოვანი დეტალი. სხვა სიტყვებით, ადამიანს სწავლის სურვილი უნდა ჰქონდეს, და არა მხოლოდ ფულის მიღებისა.

54334533

ძალიან მნიშვნელოვანი არის სწორი დამოკიდებულების ჩამოყალიბება ბინარული ოფციონების მიმართებაში. თქვენ არ უნდა ივაჭროთ ბედის იმედით, ამ შემთხვევაში არასდროს მოიგებთ. უნდა გქონდეთ თვითკონტროლის უნარი, იმუშაოთ გარკვეული წესების დაცვით, მიღოთ გადაწყვეტილება ანალიზის საფუძველზე და არა იმპულსების გავლენის ქვეშ. პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ამ უნარების მქონე ადამიანს აქვს დიდი შანსი მიიღოს კარგი შემოსავალი.

LEAVE A REPLY