ბინარულ ოციონებში მოგების ერთ-ერთ შედარებით ეფექტური და უსაფრთხო საშუალებას წარმოადგენს პამმ-ანგარიშებში ინვესტირება. ამ სტატიაში ჩვენ განვიხილავთ ამ სახის ინვესტირების თავისებურებებს, გამოვყოფთ მის დადებით და უარყოფით მხარეებს. გარდა ამისა, დასასრულში წარმოგიდგენთ იმ პროცედურებს, რომლებიც საჭიროა ბინარულ ოფციონებში პამმ-ზე ინვესტირებისთვის.

რას წარმოადგენს პამმ-ანგარიში?

პამმ-ანგარიშზე ინვესტირება ნიშნავს ინვესტორის თანხის გადაცემას ტრეიდერისთვის ნდობით მართვის საფუძველზე, რათა აღნიშნულმა ტრეიდერმა ეს სახსრები გამოიყენოს ბინარული ოფციონებით ვაჭრობისთვის. მიუხედავად იმისა, რომ თვით ანგარიში ტრეიდერს ეკუთვნის, მას არ აქვს თავისი ინვესტორების ფულზე პირდაპირი წვდომა და მხოლოდ კონტრაქტის დადების უფლება არის მისთვის ხელმისაწვდომი. როდესაც ტრეიდერი ახერხებს კაპიტალის გაზრდას, ის იღებს ამისთვის ფულად ანაზღაურებას, ამათანავე, გამომუშავებული სახსრები ავტომატურად ირიცხება და შესაძლებელია ამ თანხის სისტემიდან გატანა ან ტრეიდერის მიერ მომდევნო ინვესტირების მიზნით თანხის გამოყენება.

765644

თუ ტრეიდერი წაგებაზე წავა, ის ვერაფერს ვერ მიიღებს, ზარალს კი ამ შემთხვევაში ინვესტორი ნახავს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ტრეიდერს დასაკარგი არაფერი აქვს და მას ინვესტორის ფულის თავის ნებაზე განკარგვა შეუძლია. პამმ-ანგარიშის გახსნისას, ტრეიდერს გარკვეული თანხა შეაქვს (ე.წ. მმართველის კაპიტალი) და ეს თანხა ბინარული ოფციონების გარიგებებში გამოიყენება იმავე პირობებით, როგორითაც ინვესტორის თანხები. სხვა სიტყვებით რომ ვთვათ, ტრეიდერი კონტრაქტს ვერ გააფორმებს მხოლოდ ინვესტორის ფულით საკუთარი კაპიტალის ჩადების გარეშე, სისტემა გულისხმობს ფულის თანაბარ განაწილებას. ამგვარად, ტრეიდერი საკუთარი კაპიტალის რისკსაც სწევს, ამასთანავე, პოტენციური ინვესტორები, განსაზღვრული პამმ-ის ინვესტიციების შეფასების შესაძლებლობისას ამ კაპიტალის მოცულობასაც ხედავენ.

თუ ინვესტორი ხედავს, რომ თვით ტრეიდერმა მნიშვნელოვანი თანხები ჩადო, ეს მაშინვე მიუთითებს ტრეიდერის ზრახვების სერიოზულობაზე და იმაზეც, რომ ტრეიდერი, დიდი ალბათობით, ვაჭრობისას თავს შეიკავებს ზედმეტი რისკისგან, რითაც ინვესტორის ფულის შენარჩუნებას უზრუნველყოფს.

პამმ-არეალი ტექნიკური თვალსაზრისით

ახლა კი, მოდით ვისაუბროთ, რას წარმოადგენს პამმი ტექნიკური თვალსაზრისით და საერთოდ როგორ იშიფრება ეს აბრივიატურა. პამმ (Percent Allocation Management Module) ეს პროცენტული განაწილების მართვის მოდულია, პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც ფულის ნდობის მართვით გადაცემის ავტომატიზირებული პროცესის საშუალებას გაძლევთ. აბრივიატურის გაშიფვრის შედეგად ნათელი ხდება, რომ პამმ სისტემის საკვანძო იდეა მდგომარეობს ინვესტორის თანხების და ტრეიდერის თანხების ავტომატურ განაწილებაში კონკრეტულად გარიგების დადების მომენტში. ამგვარად, მომგებიანი გარიგების შედეგად ინვესტორი საკუთარი ანგარიშის ბალანსის ზრდის მომსწრე ხდება (ინვესტორის პირად სივრცეში), ტრეიდერიც ზრდის თავის თანხებს, რომლებიც უშუალოდ მას ეკუთვნის.

სისტემა უზრუნველყოფს არა მხოლოდ თანხების ავომატურ გადაცემას, არამედ ავტომატურ დაბრუნებასაც, ინვესტორს შეუძლია ფულის გატანა, რასაც ვერანაირი გზით ვერ შეაფერხებს ტრეიდერი. მართალია, შეიძლება არსებობდეს გარკვეული სახის შეზღუდვები, რაც აუცილებელია სტაბილური სავაჭრო პროცესისთვის, კერძოდ, იმ პერიოდში, როდესაც გარიგება დაწყებულია და ღიაა, სრულიად გასაგები მიზეზების გამო, ინვესტორი ფულს უკან ვერ გაიტანს.

5444

ამის შემდეგ, პამმ-სისტემა ავტომატურად ანაწილებს თანხებს, მონაწილეთა დაცვის მაღალ დონეს უზრუნველყოფს. მაგალითისთვის, ტრეიდერი ვერანაირად ვერ შეძლებს უბრალოდ „გაქრობას“ ინვესტორის ფულით, თუნდაც იმიტომ, რომ მას ამ ფულის სისტემიდან გატანის არანაირი საშუალება არ გააჩნია. თავის მხრივ, ინვესტორი, რომელიც სარგებელს ნახავს, ვერანაირად ვერ აარიდებს თავს ტრეიდერისთვის გასამრჯელოს გადახდას, რადგანაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სისტემა ავტომატურად აფიქსირებს ბალანსის ცვლილებებს თითოეული გარიგების დასრულების შემდეგ.

LEAVE A REPLY