მხარდაჭერისა და წინააღმდეგობის დონეებს ძირეული მნიშვნელობა გააჩნია, რომელთა ფარგლებში საფონდო შეთავაზებები შეიძლება მკვერად შეიცვალოს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სავარაუდოა, რომ შეთავაზების შემცირების შემთხვევაში, აქტივების გამყიდველი ვაჭრობიდან გავა მხარდაჭერის დონეზე. ეს ფასების დაცემას გამოიწვევს. რაც შეეხება იმ შემთხვევებს, როდესაც ფასი იზრდება, დიდია იმის ალბათობა, რომ შეთავაზებაზე გავლენას იქონიებს მყიდველის საქციელი – ფასები დავარდება იმის გამო, რომ ბევრი შეწყვეტს ვაჭრობაში მონაწილეობას.

მხარდაჭერისა და წინააღმდეგობების ზონების ფორმირება.

მხარდაჭერისა და წინააღმდეგობების ზონების ფორმირება შეიძლება შემდეგნაირად მოხდეს:

  • ფსიქოლოგიური მოტივები: ტრეიდერები იყენებენ იმ ფასებს, რომლებიც უახლოეს ნულოვან ნიშნულთან არის. შეთავაზებები ტრეიდერებისთვის მოგების ორიენტირს წარმოადგენს, ეს ყველაფერი კი მხარდაჭერისა და წინააღმდეგობის ზონების ფორმირებას იწვევს. მაგალითად შეიძლება გამოდგეს ის შეთავაზებები, რომლებიც მთავრდება 00-ზე, როგორიცაა 1.5000, 93.00, 1.4300 და ასე შემდეგ.
  • დასაყრდენი წერტილები: ყოველდღიურად გამოითვლება, გამომდინარე გასული დღის მაქსიმალური და მინიმალური მაჩვენებლიდან. სწორედ ეს შეიძლება გახდეს მხარდაჭერისა და წინააღმდეგობის საფუძველი. ტრეიდერს შეუძლია მიმართოს საკუთარ გამოთვლებს ან ავტომატურად განსაზღვროს საყრდენი წერტილები.
  • უახლესი მაღალი და დაბალი წერტილები: ზონები, რომლებშიც შეთავაზებები პერიოდულად აღწევდა უმაღლეს და უმცირეს მაჩვენებელს. ეს შეიძლება გამოყენებულ იქნას მხარდაჭერისა და წინააღმდეგობის კარგ ინდიკატორად. უკანასკნელი მონაცემები სანდო პროგნოზის საშუალებას მოგცემთ.

987654545

ახლა, როდდესაც თქვენ უკვე გესმით, რა ახდენს გავლენას მხარდაჭერასა და წინააღმდეგობაზე, ჩვენ შეგვიძლია გიჩვენოთ, როგორ გამოიყენება ეს დონეები ბინარული ოფციონებით ვაჭრობისას.

მხარდაჭერისა და წინააღმდეგობის გამოყენება ვაჭრობაში

ბინარული ოფციონებით ვაჭრობისას საყრდენი წერტილები და ზონები, რომლის ფარგლებშიც შეთავაზებები უმაღლეს და უმცირეს ნიშნულს აღწევდა, გამოიყენება იმისათვის, რათა განისაზღვროს მხარდაჭერისა და წინააღმდეგობის ზონები.

ჩვეულებრივ, ზონების განსაზღვრისთვის ავტომატური გამოთვლების გამოყენება შეიძლება. მიღებული ინფორმაციის გამოყენებს რეიდერებს შეუძლიათ გამოიყენონ მომდევნო ტიპის ვაჭრობისას: Call/Put და Touch/No Touch.

„საზღვარი“ ტიპის ვაჭრობის ვარიანტები

Call/Put

ვაჭრობის აღნიშნული სახე ითვალისწინებს მხარდაჭერისა და წინააღმდეგობის ზონებს. იმ სიტუაციის პირობებში, რომელთა დროსაც აქტივებზე შეთავაზებები იმყოფება ბაზრის მოლოდინის ურთიერთსაწინააღმდეგო წერტილებში, Call ოფციის გამოყენება შეიძლება (შეთავაზებები მხარდაჭერის ზონაში). იმ შემთხვევაში კი, როდესაც შეთავაზებები წინააღმდეგობის ზონასთან იმყოფება, გამოიყენება ოფცია Put.

იმ შემთხვევებში, როდესაც ბაზარი შეთავაზებებს საკვანძო დონეების გავლას აიძულებს, ჩვეულებრივ, არჩევანის გაკეთება რთულია. ამიტომ, ტრეიდერისთვის ყველაზე უსაფრთხო და სანდო გადაწყვეტილებაა, დაელოდოს მომენტს, როდესაც მაჩვენებლები გადალახავს საკვანძო ნიშნულს.

Touch/No Touch

რამდენადაც შეთავაზებები მერყეობს მანამ, სანამ მხარდაჭერის ან წინააღმდეგობის საკვანძო ნიშნულს არ მიაღწევს, ფასი, რომელიც ამ დონეების ახლოსაა, შეიძლება გამოყენებულ იქნას Touch ტიპის ვაჭრობისთვის. ხოლო, თუკი შეთავაზებები ამ ზონებს სცილდება, მაშინ საჭიროა No Touch-ის გამოყენება.

ამგვარი ვაჭრობის მეორე კომპონენტი იმაში მდგომარეობს, რომ დადგინდეს მისი დასრულების ვადა.

ზოგადად, დროის გრაფიკი გამოიყენება იმ დროის დასათვლელად, რაც დასჭირდება, რომ აქტივის ღირებულებამ გარკვეულ დონეს მიაღწიოს. გრაფიკისგან მიღებული ინფორმაციიდან გამომდინარე, შეგიძლიათ საკუთარი ვადის დადგენა. ბუნებრივია, რომ ამ სახის ტრეიდინგში წარმატების მისაღწევად საჭიროა გამოცდილება, მხოლოდ ამ შემთხვევაში არის შესაძლებელი უფრო ზუსტი პროგნოზების გაკეთება.

6546343343

ვაჭრობა ე.წ. „საზღვრის“ ტიპით

საყრდენი წერტილების ავტომატური დათვლა – საუკეთესო ვარიანტია „საზღვრის“ ტიპის ვაჭრობის დროს მხარდაჭერისა და წინააღმდეგობის მონაცემების გამოყენებით.

საყრდენი წერტილები საბაზრო ფასზე მაღალი ან დაბალია. მათი გამოყენება შესაძლებელია „საზღვრის“ ვაჭრობის ლიმიტების განსაზღვრისთვის.

LEAVE A REPLY