ნუთუ, ყველაფერი ისე მარტივია, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ბირჟაზე ვაჭრობს, კერძოდ კი ოფციონების ბაზარზე, შეძლებს ისეთი მოგების მიღებას, რომელიც ასჯერ აღემატება ყოველთვიურ ხელფასს, რასაც ის ამჟამად იღებს. რათქმაუნდა, აღსანიშნავია ის ფაქტორიც, თუ როგორი უნარები და თვისებები აქვთ ამ ყველა მოვაჭრეს, ე.წ ტრეიდერს, რომლებიც წარმატებას აღწევენ. გასაგებია, რომ, როგორც ყველა ადამიანი, ისე ისინიც, ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან. თუმცა, მათ შორის ბევრი საერთოც არის, რაც მათ ყველას აერთიანებს. კერძოდ:

  • ცივი გონება და ანგარიშიანობა. ტრეიდერი, რომელსაც ამხელა ფულის შოვნის უნარი აქვს, უბრალოდ არ შეიძლება იყოს აზარტული ან გადადგას გაუთვლელი ნაბიჯები. მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგიძლიათ სარგებლის მიღების მოლოდინი გქონდეთ, თუკი ლოგიკასა და ანგარიშიანობას პირველ ადგილზე დააყენებთ.
  • მოთმინების უნარი. როგორც წესი, ასეთი ტრეიდერები 10 დოლარის კი არა, არამედ ათასებისა და კიდევ უფრო მეტი ღირებულების ლოტებითა და ოფციონებით აწარმოებენ ვაჭრობას. ხოლო რაც შეეხება გარიგებას, დღეში 25 გარიგებას კი არ დებენ, არამედ კვირაში ან თვეში ერთი-ორს. სამაგიეროდ, ისინი დარწმუნებული არიან თავიანთ გაანგარიშებებში და შეუძლიათ საფუძვლიანი მოლოდინი ჰქონდეთ იმისა, რომ ფასები ზუსტად მათი პროგნოზირების მიმართულებით წავა.
  • და ბოლოს, ასეთი ტრეიდერები ნამდვილად დაინტერესებული არიან იმით, თუ რა ხდება ბაზარზე, კარგად ერკვევიან ტექნიკურ ანალიზში, ეცნობიან თანამედროვე მსოფლიო ეკონომიკის მდგომარეობას. ამ ყველაფრის გარდა, მათ არ ეშინიათ დროებითი წარუმატებლობის და არ ეშინით აწიონ რისკი, ამ სიტყვის სწორი მნიშვნელობით. ბირჟაზე საქმიანობა, ეს ყოველთვის გარკვეულ რისკს ნიშნავს, თუმცა, ეს ამავდროულად არის იმის შესაძლებლობა, რომ თქვენ იმაზე მეტი შემოსავალი მიიღოთ, ვიდრე დაქირავებულმა მოსამსახურემ.

როგორ დავიწყოთ ვაჭრობა?

645634532

თუკი ოფციონებით ვაჭრობა გსურთ, მაშინ თქვენ გაინტერესებთ არა შორეული პერსპექტივები, არამედ უფრო ის, თუ რას მიიღებთ უახლოესი რამდენიმე კვირისა და თვის განმავლობაში. იმისათვის, რომ თქვენი საქმეები კარგად წარიმართოს, სასურველია შემდეგი წესების დაცვა:

  • მუდმივად შეისწავლოთ და აითვისოთ ახალი მასალები. სანამ თქვენ საშუალო დონეზე მაინც არ გეცოდინებათ ტექნიკური ანალიზი და არ შეგეძლებათ გრაფიკის ანალიზის გაკეთება, უმჯობესია ვაჭრობას საერთოდ არ მოჰკიდოთ ხელი. ამ უნარების განვითარება კი ყოველგვარი რისკის აწევის გარეშეც შეიძლება, დემო ანგარიშით ვაჭრობის პირობებში.
  • მუშაობა სწორხაზოვანი სტრატეგიით. სხვათა შორის, თითოეულ სტრატეგიას თავისი მომგებიანობის უნარი გააჩნია. უმჯობესია ისეთი სტრატეგიის არჩევა, რომელსაც საშუალო შემოსავალი აქვს მინიმალური რისკის გათვალისწინებით. ხშირ შემთხვევაში, სტრატეგიის მომგებიანობა პროცენტულად განისაზღვრება. ანუ, თუკი მომგებიანობა თვეში 60%-ს შეადგენს, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდის განმავლობაში $100-დან თქვენ $160-ს მიიღებთ. შესაბამისად, $1000-დან – $1600. სწორედ ამ მიზეზის გამო, სასურველია თქვენი დეპოზიტის მუდმივად გაზრდა, რათა თანხის გამოტანის ყოველი ჯერის შემდეგ ანგარიშზე დარჩეს იმაზე შედარებით მეტი თანხა, ვიდრე წინა ჯერზე იყო.

756754645

ზოგადად კი, დამწყები ტრეიდერისთვის ყველაზე სწორი სტრატეგიაა ამ პროფესიას დაეუფლოთ, დღეისათვის ხელმისაწვდომი ყველა საშუალების გამოყენებით. აი მაშინ, წარმატებაც მოვა.

LEAVE A REPLY