ბინარული ოფციონები ძალიან კარგი შესაძლებლობა მაღალი შემოსავლის მისაღებად. და სწორედ შემოსავლიანობა განაპირობებს ოფციონებით ვაჭრობის პოპულარობას. როგორც წესი, ერთი გარიგების მოგება შეადგენს 60-85%-ს. მაგალითად, იყიდეთ ოფციონი 10 დოლარად და მოგების შემთხვევაში მიიღებთ 16-18,5 დოლარს. ცუდი შედეგი არაა, თანაც ოფციონებით ვაჭრობის რისკი,მაგალითად ფორექსთან შედარებით, არც ისე მაღალია.

გასაგებია ისიც, რომ ბევრ ტრეიდერს სურს მაქსიმალური შემოსავლის მიღება. 85%-იანი შემოსავალით არ არიან კმაყოფილი. ამ კატეგორიისთვის ბროკერებმა შექმნეს ოფციონი One Touch.

One Touch–ის არსი

One Touch არ არის კლასიკური ბინარული ოფციონი, აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არა იმ გარემოებას, ფასი უფრო მაღალი თუ დაბალი იქნება მიმდინარე დონესთან შედარებით, არამედ რამდენად შორს აღმოჩნდება ფასი იმ წერტილიდან, რომელზეც მოცემულ მომენტში არის.

8768645654

One Touch ოფციონი ტრეიდერი მოიგებს თუ ფასი მიაღწევს გარკვეულ წერტილს, რომლის განსაზღვრა ხდება ოფციონის ყიდვის დროს. აქ ყველაფერი მარტივია. თუ ფასმა მიაღწია მოცემულ წერტილს, ოფციონი მოგებულად ითვლება და ტრეიდერი იღებს შემოსავალს. მოგებული თანხის ოდენობა დამოკიდებულია იმაზე, რამდენად შორს ოფციონის თავდაპირველი ფასის დონიდან გქონდათ განსაზღვრული ის წერთილი, რომელსაც ფასმა „შეეხო“. ამგვარად ტრეიდერი თვითონ ირჩევს თავისი „პრიზის“ ოდენობას.

ზოგ შემთხვევაში One Touch ოფციონის გამოყენებისას ერთი გარიგების მოგების ოდენობა აღწევს 100%-ს, თუმცა შესაძლოა 500%-ს მიაღწიოს. თქვენ გაქვთ შანსი მოიგოთ 500 დოლარი 100 დოლარიანი დეპოზიტით. და ეს მხოლოდ ერთი გარიგებიდან მიღებული შემოსავალია, ოფციონის შესრულების ვადა შესაძლოა იყოს საკმაოდ მოკლე. სწორედ ამიტომ ამ ტიპის ბინარული ოფციონები ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს ტრეიდერებში.

დადებითი და უარყოფითი მხარეები

რაში მდგომარეობს ამ ტიპის ოფციონის დადებითი მხარე? რასაკვირველია, მთავარი დადებითი მომენტი არის ის, რომ ამ ოფციონით დიდი თანხის გამომუშავება შესაძლებელია. თუ გამოიყენებთ ამ ოფციონის შესაძლებლობებს, დადებული გარიგებების იგივე რაოდენობის პირობებში. გაცილებით უფრო მაღალ შემოსავალს მიიღებთ Call/Put ოფციონებით ვაჭრობასთან შედარებით. თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამ ტიპის ოფციონებისთვის უფრო მაღალი რისკი დამახასიათებელია, ამიტომ ძალიან სერიოზული მიდგომა საჭიროა თითოეული გარიგების მიმართებაში.

756767686

One Touch ოფციონის სხვა მნიშვნელოვანი უპირატესობა არის ის, რომ თანხას იგებთ იმ შემთხვევაშიც, თუ ფასმა ოდნავ მაინც შეეხო სასურველ წერტილს. ერთხელ მაინც. არ აქვს მნიშვნელობა, სად იქნება ფასი თქვენი ოფციონის ვადის ამოწურვის მომენტში – წინასწარ განსაზღვრულ დონეზე ქვემოთ, ზემოთ ან გახსნის წერტილზე უფრო ქვემოთ აღმოჩნდება. თუ შეხებას ადგილი ჰქონდა, თქვენ ავტომატურად იგებთ. სხვათაშორის, ბროკერების უმეტესობა თვლის ასეთი ოფციონი შესრულებულად შეხების მომენტში. სხვა სიტყვებით, თქვენ შეგიძლიათ გახსნათ ოფციონი ხანგრძლივი ვადით (რამდენიმე დღით), ხოლო მოიგებთ ორი-სამი საათის შემდეგ, თუ ფასი მიაღწევს თქვენ მიერ წინასწარ განსაზღვრულ დონეს.

რაც შეეხება ამ ტიპის ოფციონის უარყოფით მხარეს. რა თქმა უნდა, მთავარი მინუსი – მაღალი რისკი. თუმცა ხშირ შემთხვევაში რისკის დონე სრულიად მისაღებია, რადგან სავარაუდო მოგება გაცილებით დიდია სხვა ტიპის ოფციონებთან შედარებით.

მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ოფციონით One Touch ვაჭრობისას მოგება არც ისე ხშირი მოვლენაა. Call/Put ოფციონის მოგების ალბათობა შეადგენს დაახლოებით 50%-ს. ამ შემთხვევაში ფასი ან ზემოთ, ან ქვემოთ წავა, მესამე გზა არ არსებობს. One Touch-ის შემთხვევაში მოგების ალბათობა უკუპროპორციულია მიმდინარე დონეს და სასურველ წერტილს შორის მანძილს. ამიტომ მნიშვნელოვანია რისკების სწორი აწონ-დაწონვა, და ზედმეტად არ უნდა გარისკოთ. თუ მოგების ალბათობა ძალიან მცირეა, სჯობია მოვიგოთ ნაკლები თანხა მაგრამ უფრო დიდი ალბათობით.

LEAVE A REPLY