ბინარული ოფცონებით ვაჭრობა, ისევე, როგორც ბირჟაზე ვაჭრობა, ისეთი პროცესია, რომელიც ტრეიდერისგან არა მხოლოდ სავაჭრო ოპერაციების წარმოების ცოდნასა და უნარს, არამედ დიდ დროსაც მოითხოვს.

ერთის მხრივ, ბინარული ოფციონები იმით არის კარგი, რომ ის ტრეიდერის ბაზარზე ყოფნის დროის შემცირების შესაძლებლობას იძლევა. ამა თუ იმ ოფციონის ყიდვის შემდეგ, საჭირო აღარ არის მისი „ბედის“ თვალის დევნება, ყველაფერი ნათელი გახდება ექსპირაციის (ვადის გასვლის) შემდეგ, ტრეიდერი ისედაც, როგორც წესი, ვერაფერს ვეღარ შეცვლის.

თუმცა, სხვა დანარჩენი მომენტი კი, როგორც ფორექსის ტრეიდერისთვის, ასევე ოფციონების საკითხშიც ერთნაირია. კერძოდ, საჭიროა დიდი დრო სავაჭრო სიგნალების საძიებლად. სწორედ ამის გამო ჩნდება კითხვა, ნუთუ არ შეიძლება ამ ყველაფრის გარეშე? არ შეიძლება, რომ მთელი ვაჭრობა რობოტებს მივანდოთ? რამდენად რეალურია ეს უშუალოდ ოფცციონებით ვაჭრობისთვის? და რაც მთავარია, რამდენად მოთხოვნადი და სასარგებლოა ეს?

ბირჟაზე ვაჭრობის სამი ტიპი

987978655

რეალურად, რობოტების ან ავტომატური სავაჭრი სისტემის გამოყენების იდეა სულაც არ არის ახალი. სავალუტო და საფონდო ბირჟებზე ასეთ რობოტებს რეგულარულად იყენებენ. კონკრეტულად ამგვარი სახის სისტემის გამოყენებაზე თუ ვისაუბრებთ, არსებობს ვაჭრობის სულ სამი ვარიანტი.

პირველი ვარიანტი – ვაჭრობა მთლიანად დამოუკიდებელია, როდესაც ტრეიდერი არ იყენებს არანაირ მინიშნებას და თვითონ დებს გარიგებებს. ეს საჭიროებს ბაზარზე ხანგრძლივად ყოფნას, აგრეთვე ღრმა ცოდნას იმის შესახებ, თუ რა ხდება იქ. ამავდროულად, სწორედ ამ ვარიანტს შეიძლება ეწოდოს ოპტიმალური, ვინაიდან გააზრებული ვაჭრობა ყოველთვის უფრო მეტ სარგებელს მოგიტანთ.

მეორე ვარიანტი – მრჩეველთა გამოყენება. უნდა აღინიშნოს, რომ მრჩეველი ჯერ კიდევ არ არის რობოტი. ის შეიძლება სხვადასხვა ფორმით იყოს წარმოდგენილი. უფასო ან ფასიანი რჩევები, რასაც ფოსტით ან ტელეფონით მიიღებთ, აგრეთვე სპეციალური პროგრამები, რომლებიც დაგეხმარებათ არ გამოგრჩეთ მომგებიანი მომენტი ამა თუ იმ ოფციონის შესაძენად.

და ბოლოს, მესამე ვარიანტი, როდესაც ყველაფერი ტრეიდერის ყოველგვარი მონაწილეობის გარეშე ხდება. ანუ, ტრეიდერი მხოლოდ შედის ბროკერის საიტზე, უშვებს ამა თუ იმ პროგრამას, მიუთითებს ვაჭრობის პირობებს, ის კი სრულიად დამოუკიდებლად აწარმოებს ვაჭრობას, იმ მომენტში ყიდულობს ოფციონებს, რომელიც მას ყველაზე მომგებიანად მიაჩნია.

8976876765756

რამდენად მომგებიანია ეს? ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, მომგებიანია, ვინაიდან შესაძლებელია თქვენ დროის დაუკარგავად მიიღოთ სარგებელლი. მეორეს მხრივ, ტრეიდერი ისეთივე პროფესიას წარმოადგენს, როგორც ნებისმიერი სხვა, და აქაც ვერ გახვალთ ფონს საკუთარი დროის, ძალების, ინტელექტუალური უნარის „დაბანდების“ გარეშე. ხოლო იმაზე ოცნება, რომ „ყველაფერი თავისით გაკეთდეს“ ფული კი თქვენ ჯიბეში მოხვდეს თქვენი მონაწილეობის გარეშე, ხშირად იმედგაცრუებით მთავრდება, იმიტომ, რომ რობოტებს არა მხოლოდ მოგება, არამედ წაგებაც შეუძლიათ. გარდა ამისა, როგორც მინიმუმ, მათ ყოველდღიური კონტროლი სჭირდება. როგორც მაქსიმუმ კი, ურიგო არ იქნებოდა, დეტალების ცოდნა, იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს ესა თუ ის ავტომატური სისტემა, ასევე მისი ძლიერი და სუსტი მხარეების ცოდნა, როგორ სიტუაციებში და რა საბაზისო აქტივების პირობებში იძლევა ის საუკეთესო შედეგებს. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება ივარაუდოთ, რომ თქვენი რობოტი მართლა წარმატებულად ივაჭრებს.

LEAVE A REPLY