როგორ უნდა შევარჩიოთ უფასო სავაჭრო სიგნალები, და რაც არა ნაკლებ მნიშვნელოვანია – როგორ გამოვიყენოთ სიგნალები სწორად?
წყაროს შერჩევა
მაგალითად, თქვენ მიიღეთ უფასო სავაჭრო სიგნალების გამოწერის შემოთავაზება. დღეს უფასო სიგნალების შემოთავაზება სხვადასხვა ბროკერების, ფინასური კონსულტანტების და კერძო ტრეიდერის მხრიდან საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკა არის.
ზოგო ბროკერისგან სიგნალების მიღება სხვადასხვა სახით შესაძლებელია: ახალი ამბების გამოწერა, რასილკა VIP-კლიენტებისთვის, პერსონალური მენეჯერის კონსულტაცია. ამ თემასთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაციის მისაღებად ჩვენ საიტზე წაიკითხეთ AnyOption-ის, Dragon Options-ის, FrontStock-ის და სხვა მსხვილი კომპანიების შესახებ მიმოხილვები და მომხმარებლების კომენტარები.
როგორც წესი, ამ ტიპის შემოთავაზებებს აქვთ სარეკლამო-გაცნობითი ხასიათი, ტრეიდერი იღებს საშუალებას შეაფასოს პროდუქტის უპირატესობას და შესაძლოა შემდგომში გააფორმებს ფასიანი სიგნალის გამოწერას. ფასიან სიგნალებზე გადასვლა მიზანშეწონილია მხოლოდ იმის შემდეგ, რაც თქვენ დარწმუნდით უფასო სიგნალების ეფექტიანობაში. როგორ უნდა შევამოწმოთ სიგნალის ხარისხი?
პირველი, უნდა დავრწმუნდეთ იმაში, რომ სიგნალების მიღების სიხშირე გვაწყობს და რომ ისინი შეესაბამება იმ დროის ინტერვალებს, რომლებსაც ვიყენებთ. მაგალითად, თუ ვაჭრობთ საათიანი ოფციონებით, მაშინ თქვენ არ გამოგადგება სიგნალი ფასის შეცვლაზე, რომელიც მოხდება ერთი დღის შემდეგ. გაცილებით სასარგებლო თქვენთვის ამ სიტუაციაში იქნება სიგნალები ფასების შეცვლაზე ნახევარსაათიანი, ორ და სამსაათიანის დიაპაზონში. სხვა სიტყვებით, გამოწერილი სავაჭრო სიგნალი უნდა შეესამებოდეს ვაჭრობის სტილს. მხოლოდ ამ შემთხვევაში სიგნალების გამოყენება სასარგებლო იქნება თქვენთვის და მათი დახმარებით შეძლებთ შექმნათ ბინარული ოფციონებით წარმატებულ სავაჭრო მექანიზმს.
მეორე, ყველა სავაჭრო სიგნალი უნდა იყოს გადამოწმებული. ყველაზე ადვილად ამას მოახერხებთ დემო ანგარიშის დახმარებით, ამგვარად თქვენ არ დაკარგავთ ფულს და შეძლებთ შეამოწმოთ რეკომენდაციების ეფექტიანობას. დემო ანგარიშზე უნდა გქონდეთ დაახლოებით იმავე ოდენობის თანხა, რაც რეალურ ანგარიშზე გექნებათ. ამ გზით შეძლებთ არა მხოლოდ შეამოწმოთ სიგნალები, არამედ ააგოთ საკუთარი სავაჭრო სისტემა დეპოზიტის იმ პარამეტრებით, რომელსაც თვითონ განსაზღვრავთ.
მესამე, წინასწარ აირჩიეთ, რომელი საბაზო აქტივის ფასზე გინდათ სიგნალების მიღება. როგორც წესი, ამის არჩევის საშუალება გექნებათ. ბევრი აქტივებით ერთდროული ვაჭრობა მიზანშეუწონელია და კარგ შედეგს არ მოგიტანს. სჯობია, აირჩიოთ მხოლოდ ევრო, ან მხოლოდ შვეიცარიის ფრანკი, ან მხოლოდ ოქრო, და ჩაატაროთ ამ აქტივის ფასზე მიღებული სიგნალები ტესტირება.
ტესტირების ჩატარების დროს მიხვდებით, რამდენად საიმედოა მიღებული რეკომენდაციები. ამის გაანგარიშება ძალიან ადვილია, თუ შეადარებთ ყველა დადებული გარიგების რაოდენობას და მომგებიანი გარიგებების რაოდენობას. მიღებული პროგნოზების ყველა ინსტრუქციის და რეკომენდაციის დაცვის პირობით 5 გარიგებიდან მინიმუმ 3 უნდა იყოს მომგებიანი.
გარდა ამისა, უნდა ჩაატაროთ სისტემის სტაბილურობის ტესტირება. იმ შემთხვევაშიც, თუ ხუთჯერ ზედიზედ მოიგეთ, მაინც სასურველია შეამოწმოთ დინამიკა. როგორ იმუშავებს სისტემა რამდენიმე დღის შემდეგ, შეინარჩუნებს თუ არა იგივე მოგების მაჩვენებელი, როგორც გუშინ და დღეს. მხოლოდ ამ შემთხვეაში, თუ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში სავაჭრო სიგნალების ხარისხი მაღალი დარჩება, მიზანშეწონილი იქნება ამ სიგნალების საფუძველზე ბინარული ოფციონებით რეალური ვაჭრობის დაწყება.