ბინარული ოფციონებით ვაჭრობა – ეს არის ახალი პერსპექტიული მიმართულება, რომელიც მიმზიდველია ბევრი ტრეიდერისთვის. ბინარული ოფციონებით ვაჭრობას თუ დაიწყებთ, თქვენ შეძლებთ მიიღოთ სოლიდური შემოსავალი მაღალი რისკის გარეშე, ამასთან იმდენ დროს არ დახარჯავთ ბაზრის გაანალიზებაზე, როგორც კლასიკური საბირჟო ვაჭრობის შემთხვევაში. შესაბამისად უნდა დავასკვნათ, რომ ოფციონებით ვაჭრობა მნიშვნელოვნად განსხვავდება. საინტერესოა, რამდენად განსხვავდება ტრეიდერების მიერ გამოყენებული მეთოდები და რით უნდა იხელმძღვანელოს ტრეიდერმა, რომელსაც სურს წარმატებული გახდეს ოფციონებით ვაჭრობაში?
ბაზრის ანალიზის ორი მეთოდი
საერთოდ საბირჟო ვაჭრობაში არსებობს ორი ძირითადი მეთოდი – ფუნდამენტალური და ტექნიკური ანალიზი. ფუნდამენტალური ანალიზის საფუძველზე ფასის მოძრაობის მიმართულების პროგნოზირება ხდება მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე მოვლენების და ტენდენციის ანალიზის საფუძველზე, ასევე გასათვალისწინებელია ყველა მოვლენა, რომელმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს ფასების დინამიკაზე. ტექნიკური ანალიზის დროს ჩვენ ვიყენებთ ფასების გრაფიკებს. ბევრი ტრეიდერის აზრით, ფასის გრაფიკში უკვე გათვალისწინებულია ყველა მნიშვნელოვანი ფაქტორი, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ჩათვლით. ამიტომ ფასის გრაფიკი ძალიან მოხერხებული ინსტრუმენტია ფასის მოძრაობის პროგნოზირებისთვის.
აღსანიშნავია, რომ ბინარული ოფციონებით მოვაჭრე ტრეიდერებისთვის ფასის მოძრაობის პროგნოზირების პრობლემა ისეთივე აქტუალურია, როგორც ფორექსის ან აქციების ბაზარზე მოვაჭრე ტრეიდერებისთვის. ერთი მხრივ, ბინარული ოფციონების ტრეიდერის მდგომარეობა უფრო ადვილია, მას უნდა მხოლოდ ფასის მოძრაობის მიმართულება ამოიცნოს, და არ უნდა გაიანგარიშოს რა დონეს მიაღწევს ფასი. მეორე მხრივ, პროფესიონალური ტრეიდერი მაინც გაიანგარიშებს ფასის სამომავლო დინამიკას გრაფიკის მონაცემებიდან გამომდინარე, და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას რომელი ოფციონი იყიდოს და რა ვადით. გამოდის, რომ ბინარული ოფციონებით ვაჭრობისას ტექნიკური ანალიზის პრინციპები დიდად არ განსხვავდება ბირჟაზე ვაჭრობის საბაზო პრინციპებისგან.
ფუნდამენტალური და ტექნიკური ანალიზი: რომელი უფრო მარტივია?
ანალიზის რომელი სახეობა უფრო ადვილია? როგორც წესი, დამწყებ ტრეიდერებს არ უყვართ ტექნიკური ანალიზი. გრაფიკებს ბევრი რამ საერთო აქვთ მათემატიკასთან, ტრეიდერების გარკვეულ კატეგორიას ალგებრა და გეომეტრია სკოლის დროიდან არ მოსწონს. მეორე მხრივ, ერთმნიშვნელოვნად უნდა ვთქვათ, რომ თავისი არსით ტექნიკური ანალიზი უფრო მარტივია, ვიდრე ფუნდამენტალური, მათ შორის დამწყები ტრეიდერებისთვის. ამას ადასტურებს რამდენიმე გარემოება.
პირველი, ფუნდამენტალური ანალიზისთვის საჭიროა ბაზრის ყველა მოვლენის ცოდნა. თქვენ უნდა იცოდეთ სხვადასხვა ქვეყნების ეკონომიკის მდგომარეობა, ეკონომიკის განვითარება დიდი დეპრესიის დროიდან დღემდე და ა.შ. მხოლოდ ახალი ამბების და ზოგი ექსპერტის ვარაუდის საფუძველზე სწორი პროგნოზირება ფუნდამენტალური ანალიზის მეშვეობით შეუძლებელია. უნდა იცოდეთ მსოფლიოს სრული ეკონომიური სურათი, ამის შესასწავლად დაგჭირდებათ ბევრი დრო. შესაძლოა სპეციალური განათლების მიღება დაგჭირდეთ. მხოლოდ ამ შემთხვევაში ფუნდამენტალური ანალიზი სასარგებლო იქნება თქვენთვის. სხვა სიტყვებით დაგჭირდება ძალიან სერიოზული მომზადება, სანამ რეალურად დაიწყებთ ვაჭრობას. ხოლო თუ თქვენ უფრო სწრაფ გზას ეძებთ მაშინ უნდა აირჩიოთ ტექნიკური ანალიზი. ტექნიკური ანალიზის ძირითადი პრინციპების შესწავლა არ მოითხოვს ბევრ დროს, და მიღებულ ცოდნას გამოიყენას პრაქტიკაში მალევე შეძლებთ.
მეორე, ტექნიკური ანალიზი იძლევა მოგების მიღების გარანტიას ბევრ შემთხვევაში და ალბათობით 60-80 %, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. ტრეიდერის სავაჭრო სისტემები, როგორც წესი, იყენებენ მარტივ პრინციპებს, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში სოლიდურ მოგებას უზრუნველყოფენ.