რა არის საჭირო ბინარული ოფციონებით წარმატებული ვაჭრობისთვის? ძირითადად იგივეა, რაც ჩვეულებრივი საბირჟო ვაჭრობისთვის. იმის მიუხედავად, რომ ოფციონებით ვაჭრობა უფრო მარტივია კლასიკურ საბირჟო ვაჭრობასთან შედარებით, მთავარი საკითხი აქაც იგივეა: რომელი მიმართულებით იმოძრავებს ფასი უახლოეს მომავალში.

როგორ უნდა გავიგოთ ეს და რა მეთოდები არსებობს ფასის მიმართულების ამოსაცნობად?

საუკეთესო და ყველაზე საიმედო მეთოდი არის ბაზრის დამოუკიდებელი შესწავლა ტექნიკური და ფუნდამენტალური ანალიზის საფუძველზე.

როდესაც კარგად ესმით რა მოვლენები ხდება ბაზარზე, იცით ამ მოვლენების მიზეზები, მაშინ თქვენი პროგნოზი დიდი ალბათობით სწორი იქნება. რასაკვირველია, ამისთვის უნდა დახარჯოთ გარკვეული დრო ბაზრის ფუნქციონირების პრინციპებისა და თქვენი საბაზისო აქტივების (ოქრო, ევრო, Apple-ს აქციები ან ნებისმიერი სხვა) თავისებურებების შესწავლაზე.

ამ შრომის შედეგი აუცილებლად გამოგადგებათ, თუმცა ბევრ ტრეიდერს სურს ჰქონდეს ინფორმაციის სხვა წყაროც, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა გადაწყვეტილების მიღება ოფციონების შესყიდვასთან დაკავშირებით. ერთ-ერთი ასეთი წყარო არის ფასიანი სავაჭრო სიგნალები, რომლებიც იქნება ჩვენი საუბრის თემა.

ფასიანი თუ უფასო სიგნალები?

რაც შეეხება ფასიან და უფასო სიგნალებს შორის არსებულ განსხვავებას, შეუძლებელია ერთმნიშვნელოვნად ითქვას, რომ ფასიანი სიგნალი ყოველთვის უკეთესია. დიდი მნიშვნელობა აქვს სიგნალის წყაროს. ჯერ უნდა შევამოწმოთ სიგნალის ეფექტურობა და მხოლოდ ამის შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილება, რომელი სიგნალის გამოყენება უფრო მიზანშეწონილი იქნება.

765555

რას წარმოადგენს სავაჭრო სიგნალი? ეს არ არის გაურკვევლ ადგილიდან მოსული სიგნალი, ეს არის გარკვეული სავაჭრო სისტემის სიგნალი. ასეთ სიგნალებს გენერირებს ტრეიდერის სავაჭრო სისტემა. მაგალითად, თუ გამოიყენებთ ინდიკატორებს, მაშინ ინდიკატორის ხაზების და გრაფიკის გადაკვეთა თქვენთვის მიიჩნევა სიგნალად, რომლის საფუძველზე განახორციელებთ ამა თუ იმ ოფციონის შესყიდვას. თუ მოინდომებთ სხვისი სავაჭრო სისტემის სიგნალების გამოყენებას, მით უმეტეს ფასიანი სიგნალების, მაშინ წინასწარ უნდა დარწმუნდეთ, რომ სისტემა სწორად და ეფექტურად მუშაობს.

როგორ მოვიძიოთ სწორი სიგნალები

დღეს არსებოს უამრავი შეთავაზება ტრეიდერებისთვის, მათ შორის ისეთებიც, რომლებიც ითვალისწინებს სავაჭრო სიგნალებს მიწოდებას. მაგრამ ბევრ შემთხვევაში ასეთი სიგნალები საიმედო არ არის და ვერ დაგვეხმარება. ამიტომ ჯერ უნდა მოვიძიოთ ხარისხიანი სავაჭრო სიგნალების წყარო, განურჩევლად იმისა ფასიანი თუ უფასო იქნება. განვიხილოთ, რა ფაქტორებზე უნდა მივაქციოთ ყურადღება სიგნალების შერჩევისას.

პირველი, დიდი მნიშვნელობა აქვს ბრენდს. უნდა მივაქციოთ ყურადღება სიგნალების მიმწოდებლის პიროვნებას, საქმიან რეპუტაციას. ეს ეხება როგორც უფასო სიგნალების, ასევე ფასიანი სიგნალების მიმწოდებელს. მეტი ნდობა იწვევს სპეციალიზებული სააგენტო, რომლის საქმიანობის საგანი არის ბაზრის ანალიზი, ან ცნობილი წარმატებული ტრეიდერი.

ყველა სააგენტოსა და ცნობილ ტრეიდერებზე შესაძლოა ამომწურავი ინფორმაციის მოძიება ინტერნეტში, და ამ გზით გავარკვიოთ რა რეპუტაციით სარგებლოს ჩვენთვის საინტერესო სუბიექტი. საიმედო მიმწოდებლისგან მიღებული სიგნალები დიდი ალბათობით გამოგვადგება. მაგრამ თუ საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს სიგნალების წყაროსთან დაკავშირებით, უმჯობესია ასეთი სიგნალით არ ვისარგებლოთ.

ჩვენ საიტზე განთავსებულია ცნობილი ოფციონების ბროკერების მიმოხილვები: Binatex-ის, BetOnMarkets-ის, AnyOption-ის, 24option.com-ის და სხვ. ბევრი ბროკერი სთავაზობს ტრეიდერებს უფასო და ფასიან სიგნალებს, მაგალითად პერსონალური მენეჯერის კონსულტაციის ფორმით.

მნიშვნელოვანი დამატება: თუ გსურთ გამოიწეროთ ფასიანი სავაჭრო სიგნალები, უმეტეს შემთხვევაში გექნებათ შესაძლებლობა რამდენიმე ჯერ მიიღოთ სიგნალი უფასოდ მისი ეფექტიანობის შესამოწმებლად. შემოწმების გარეშე ფასიანი სიგნალების შეძენას არ გირჩევთ.

7653454354

მეორე, თუ იყენებთ სავაჭრო სისტემას, უნდა იცოდეთ მისი მუშაობის პრინციპები. როგორც წესი, სავაჭრო სიგნალების მიმწოდებლები არ მალავენ ინფორმაციას რა ალგორითმის საფუძველზე მუშაობს მათი სავაჭრო სისტემა. ასეთი ინფორმაცია გარკვეულ ნდობას იწვევს. გარდა ამისა, თუ გეცოდინებათ სისტემაში გამოყენებული ინდიკატორების და ხაზების შესახებ, მაშიმ მათი დამოუკიდებელი გამოყენება მომავალში უფრო ადვილი იქნება.

მესამე, უფასო ან ფასიანი სიგნალის გამოყენების დაწყებამდე აუცილებლად უნდა შევამოწმოთ მისი ეფექტიანობა. ფასიან სიგნალს დიდი ხნის განმავლობაში ვერ შევამოწმებთ მისი საფასურის გადახდის გარეშე. მაგრამ იმ შემთხვევაშიც, თუ თანხა გადავიხადეთ და მივიღეთ სიგნალები, უცებ არ უნდა ვიყიდოთ ოფციონები ამ სიგნალების საფუძველზე. ჯერ დატესტეთ სიგნალები დემო ანგარიშზე. თუ სიგნალი მაღალ ეფექტიანი იქნება, მომავალში გამოვიმუშავებთ ფულს მისი დახმარებით. ხოლო უარყოფითი შედეგის შემთხვევაში სჯობია სიგნალის შეძენაზე მხოლოდ დახარჯული ფული დავკარგოთ, ვიდრე დეპოზიტის ნაწილიც.

LEAVE A REPLY