დავიწყოთ იქიდან, თუ რას წარმოადგენს თავად ბინარული ოფციონები. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს გარკვეული განსხვავება ოფციონებით ვაჭრობასა და ვაჭრობას შორის, მაგალითად, ფორექსზე, მთლიანობაში, ბინარული ოფციონებიც საბირჟო ვაჭრობაა. ანუ, სხვადასხვა ვალუტით, აქციებით ან საქონლით სპეკულაცია.
ხოლო რაც შეეხება ტრეიდერის ანუ, იმ ადამიანის საქმიანობას, ვინც სწორედ ზემოთაღნიშნულ სპეკულაციებს ეწევა, მისი სარგებელი შემდეგნაირად ხასიათდება.
წინასწარ განსაზღვრული არ არის მოგების არც მინიმალური, არც მაქსიმალური რაოდენობა. ერთის მხრივ, ეს ცუდია, რადგან ვერავინ მოგცემთ იმის გარანტიას, რომ ამაში რაიმე სარგებელს ნახავთ. მეორეს მხრივ, ეს მეტისმეტად კარგია, ვინაიდან თქვენ გეძლევათ იმის შანსი, რომ გამოიმუშავოთ არა მხოლოდ ფიქსირებული თანხა, როგორც დაქირავებულმა თანამშრომელმა, არამედ ნებისმიერი რაოდენობის თანხა. ამიტომაც, ოფციონებით ვაჭრობა შეიძლება მართლა გახდეს კარგი ვარიანტი იმისთვის, რომ ფინანსურად სხვაზე დამოკიდებული აღარ იყოთ, თუკი გეცოდინებათ, როგორ იმოქმედოთ სწორედ.
მოგება დამოკიდებულია იმაზე, რამდენად სწორი იყო თქვენი პროგნოზი ამა თუ იმ საბაზო აქტივების ფასების ცვლილებების შესახებ. ამიტომ, ტრეიდერისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ჰქონდეს სწორი პროგნოზირების უნარი. ბუნებრივია, ამის სწავლა შეიძლება. რაც შეეხება განსხვავებას ოფციონებით ვაჭრრობასა და ბირჟაზე ჩვეულებრივ ვაჭრობას შორის, პირველ შემთხვევაში თქვენ არ მოგეთხოვებათ იმის გათვლა, თუ რამდენად აიწევს ან დაიწევს ფასი. საკმარისი იქნება მხოლოდ ფასის მიმართულების პროგნოზირება. სწორედ ამიტომ, ოფციონებით ვაჭრობა ხშირ შემთხვევაში ბევრად უფრო მომგებიანია, ვიდრე სავალუტო ან საფონდო ბირჟაზე ვაჭრობა.
იმისათვის, რომ მოგება მიიღოთ, საჭიროა ერთი ან რამდენიმე ოფციონის ყიდვა. რამდენადაც ამ შემთხვევაში ოფციონი წარმოადგენს საქონელს, მის საყიდლად ფული დაგჭირდებათ. ამიტომ, არ შეიძლება იმის თქმა, რომ მსგავსი სახის ვაჭრობას დაბანდება არ სჭირდება. გარდა ამისა, რაც უფრო ძვირად იყიდით ოფციონს, მით უფრო მეტი იქნება თქვენი სარგებელიც, რომელიც როგორც წესი, გამოითვლება სწორედ თქვენს მიერ შეძენილი ოფციონის ღირებულების პროცენტიდან. და თუკი თქვენი შენაძენი საშუალოდ $10-ის ღირებულებისაა, ეს სარგებლის სხვა დონეა, ვიდრე ის სარგებელი, რასაც ნახულობთ $100-ის ღირებულების შენაძენისას. ეს ტრეიდერს საშუალება აძლევს დაარეგულიროს სარგებელი, რომელსაც ის მიიღებს.