საკმაოდ არასასიამონო მომენტია, როდესაც ბინარული ოფციონების ბროკერი არ ჩქარობს გამომუშავებული თანხის გადახდას, შემდეგ კი საერთოდ უარს ამბობს უკან დააბრუნოს ტრეიდერის მიერ დეპოზიტზე შეტანილი თანხა. თუმცა, მსგავსი პრობლემების წარმოქმნის თავიდან აცილება ყოველთვის არ არის შესაძლებელი, მითუმეტეს, რომ დისტანციური ინვესტირების მომსახურეობის ბაზარზე ბროკერული საქმიანობის რეგულირება პრაქტიკულად არ ხორციელდება. ამიტომ, ტრეიდერი მორალურად მზად უნდა იყოს ნებისმიერი სცენარისთვის და ეცადოს წინასწარ განჭვრიტოს ყველა შესაძლო სიტუაცია.

მოდი თავიდანვე ვთქვათ, რომ პრინციპში, თუ ოპერატორი თაღლითი ბინარული ოფციონების ბაზარზე მომსახურეობის გაწევის ნაცვლად თანხების მოზიდვით არის დაკავებული, მისგან ფულის უკან დაბრუნება პრაქტიკულად შეუძლებელია. ანუ, თეორიული ალბათობა იმისა, რომ ასეთ ორგანიზაციას სამართალდამცავი სტრუქტურების მეშვეობით პასუხისმგებლობა დააკისრო, არსებობს, მაგრამ პრაქტიკული შანსი იმისა, რომ ფულადი სახსრების გარკვეულ რაოდენობა უკან დაბრუნდება, მეტისმეტად მცირეა.

ზოგიერთ შემთხვევაში, თუ საუბარი ეხება მსხვილ ბროკერებს, რომლებიც საქმიანობას შეაბამისი ლიცენზიის ფარგლებში ეწევიან, არსებობს იმის შანსი, რომ ფულადი საკითხები გადაიჭრას იმ რეგულატორის შუამდგომლობით, რომელმაც აღნიშნული ლიცენზია გასცა. ასეთ შემთხვევაში კი, თანხების უკან დაბრუნებაზე უარის თქმას საკმაოდ სერიოზული საფუძველი უნდა ჰქონდეს, ვინაიდან არცერთ ორგანიზაციას არ სურს დაკარგოს ლიცენზია, რომელშიც თავის დროზე არც ისე მცირე თანხა გადაიხადა (გარდა იმისა, რომ მსგავსი საბუთის მიღებას დროც დიდი სჭირდება).

გადახდა სისტემის მეშვეობით

გადაწყვეტილება, რომელზეც ახლა ვისაუბრებთ ეფუძნება არც პირდაპირ და არც არაპირდაპირ ზემოქმედებას. არსებობს თანხების უკან დაბრუნების საშუალება, რასაც უზრუნველყოფს გადახდის სისტემები, რომელთა მეშვეობით ფული გადაირიცხა ბროკერის ანგარიშზე. თუმცა თავიდანვე უნდა აიღნიშნოს, რომ არსებული მექანიზმი მხოლოდ იმ შემთხვევაში მოქმედებს, როდესაც დეპოზიტის შევსება ხდება საბანკო ბარათით გადახდისას. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი ბანკის ბარათი, თუმცა აუცილებელია, რომ ოპერაცია განხორციელდეს Visa ან MasterCard-ის საგადასახადო სისტემის საშუალებით (უნდა გააჩნდეს შესაბამისი ლოგოტიპი).

75674564

თუკი დეპოზიტის შევსება სხვა საშუალებით ხდება, მაგალითად, ელექტრონული საგადასახადო სისტემების ანგარიშებიდან, მაშინ ამ შემთხვევაში ეს პროცედურები (ფულის უკან დაბრიუნება) გათვალისწინებული არ არის. ამიტომ, დეპოზიტის შევსების საშუალებების შერჩევისას, სასურველია საბანკო ბარათით გადახდის შესაძლებლობის არჩევა, რადგან ამ შემთხვევაში, ფულის უკან დაბრუნების შანსები არსებობს, იმ შემთხვევაში, თუ ბროკერი შემთხვევით, თაღლითი აღმოჩნდება ან დამაჯერებელ მიზეზებს მოიყვანს იმისთვის, რომ უკან ტრანზაქციაზე უარი თქვას.

LEAVE A REPLY