თითოეული ტრეიდერი, რომელიც ბინარული ოფციონებით ვაჭრობს, ბუნებრივია, დაინტერესებულია, რომ რაც შეიძლება ხშირად მიიღოს სარგებელი და რაც შეიძლება იშვიათად წააგოს. ეს რომ შესაძებელი გახდეს, საჭიროა კარგი პროგნოზირების უნარი, თუ საით წავა თქვენი საბაზისო აქტივის ფასი, რათა საბოლოოდ, იყიდოთ სწორედ ის ოფციონი, რომელიც მოიგებს.
ამავდროულად, ყოველთვის ზუსტი პროგნოზის გაკეთება არც ისე მარტივია. იმისათვის, რომ გამოიცნოთ, რა თქმა უნდა, საჭიროა დაეყრდნოთ არა გამართლებას, არამედ საღ გაანგარიშებასა და ბაზრის ღრმა ანალიზს. იმიტომ, რომ მხოლოდ ასეთ შემთვევაში არის იმის შანსი, რომ თქვენი პროგნოზი 60-70% გამართლდება. როგორც პრაქტიკა აჩვენებს, პროგნოზის მსგავსი სიზუსტე უმეტეს შემთხვევაში საკმაოდ მისაღებია, და თუკი თქვენ ასეთი სიზუსტის დონეზე შეიმუშავებთ სტრატეგიას და ამავე დროს ჭკვიანურად მიუდგებით დეპოზიტს, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ იმაში, რომ თქვენი ანგარიშის ბალანსი მუდმივად გაიზრდება.
კი მაგრამ, რისი გაკეთება შეიძლება, თუკი ფასები მაინც სხვა მიმართულებით წავიდა და თქვენი პროგნოზი არ გამართლდა? რა შესაძლებლობები არსებობს იმისთვის, რომ წამგებიანი ოფციონი მომგებიანად, ან უკიდურეს შემთხვევაში, ნაკლებად წამგებიანად ვაქციოთ?
თავიდანვე უნდა ითქვას, რომ ამის გასაკეთებლად არსებობს არც თუ ისე დიდი არსენალი მეთოდებისა, ეს არის ბინარული ოფციონებით ვაჭრობის სუსტი მხარე. საფონდო ბირჟაზე და ფორექსის სავალუტო ბირჟაზე არსებობს უამრავი საშუალება იმისათვის, რომ სიტუაცია თქვენთვის სასურველი მიმართულებით შეაბრუნოთ, კერძოდ, დიდ შესაძლებლობებს იძლევა ორდერები, რომელთა დაწესება სხვადასხვა სახით შეიძლება, შეიძლება მათი გადაადგილება, პოზიციის უბრალოდ დახურვა, ისე, რომ არ დაელოდოთ, სანამ ფასი წაგების შეზღუდვის ორდერამდე დავა და თქვენ კიდევ რამდენიმე დოლარს დაკარგავთ.
ყველა ეს შესაძლებლობა კი, როგორც წესი, სავალუტო ოფციონების ბაზარზე არ არსებობს. ამავე დროს, არსებობს ზოგიერთი ხრიკი, რომელთა გამოყენება თავისუფლად შეუძლია მას, ვისაც ხშირი მოგების და იშვიათი წაგების სურვილი აქვს.
რევერსული ინვესტიციები
ეს სამიდან ერთ-ერთი ქმედებაა, რომლის გამოყენება წარმატებით შეგიძლიათ ნებისმიერი სახის ბაზარზე და ნებისმიერ ბროკერთან მიმართებაში. მისი არსი იმაში მდგომარეობს, რომ თქვენ პოზიციას საწინააღმდეგო მხარეს ხსნით, თუ ხედავთ, რომ ფასი იქით არ მიდის, სადაც თქვენ გაწყობთ. მაგალითად, თქვენ იყიდეთ Call-ის ოფციონი $10-ად, ფასი კი დაბლა წავიდა. თუ თქვენ იყიდით Put-ის ოფციონს იმავე $10-ად, მაშინ თქვენ გარანტირებულად მოიგებთ ამ ოფციონიდან ერთ-ერთის მეშვეობით. უკიდურეს შემთხვევაში, ის გარიგება, რომლითაც მოიგებთ კომპენსაცია იქნება წაგებულის არაუმცირეს 75%-ით. გამოცდილებამ აჩვენა, რომ ამგვარი სტრატეგიის გამოყენება ბევრ შემთხვევაში საკმაოდ მომგებიანია.
ტრეიდერები რევერსულ ინვესტიციებს საკუთარ მთავარ სტრატეგიად აქცევენ. როგორ მუშაობს ეს? ძალიან მარტივად, დილით მაგალითად, თქვენ ყიდულობთ ოფციონს საბაზისო აქტივის ფასის გაზრდაზე. საღამოს, ოფციონის ვადის გასვლამდე რამდენიმე წუთით ადრე, თქვენ თვალყურს ადევნებთ, როგორ მიდის მისი საქმე. თუ ყველაფერი კარგადაა და ფასი იმაზე მაღალია, ვიდრე იყო, სანერვიულო არაფერი გაქვთ და დაელოდებით, როდის გადმოგირიცხავენ მოგებულ ფულს. იმ შემთხვევაში კი, როდესაც ყველაფერი ასე კარგად არ მიდის, ფასი სხვა მიმართულებით წავიდა, მაშინ მას არანაირი შანსი არ აქვს, რომ იქ მოხვდეს, სადაც საჭიროა ამ დარჩენილი რამდენიმე წუთის განმავლობაში და თქვენ სასწრაფოდ ყიდულობთ ოფციონ Put-ს, ანუ, ფასის შემიცირებაზე, ერთ-ერთმა ოფციონმა ამათგან უნდა მოიგოს, ასე რომ, თქვენ წაგებაში მაინც არ წახვალთ, როგორც მინიმუმ.
სტრატეგია დიდი მომგებიანობით არ გამოირჩევა, მაგრამ მას გააჩნია გარკვეული პლიუსები: დღეში მინიმალური გარიგების რაოდენობა (მაქსიმუმ ორი), მცირე რაოდენობის დრო, რაც ამას უნდა მოახმაროთ და შედარებითი სტაბილურობა.